2022-08-02 16:26:27, 1688 ნახვა
ომი უკრაინაში
მიკოლაევის მერი - სამედიცინო დაწესებულების დაბომბვა რუსული ჯარების ცინიკური ტერორიზმია
უკრაინის ქალაქ მიკოლაივის მერმა ალექსეი სინკევიჩმა ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებზე განხორციელებულ თავდასხმას "რუსული ჯარების ცინიკური ტერორიზმი " უწოდა.
სინკევიჩმა მიყენებული ზარალი Telegram-ზე აღწერა და დასძინა,რომ დაწესებულება ყოველდღიურ რეჟიმში იღებდა პაციენტებს.
“ჩვენი გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მიიღებს პაციენტებს. აუცილებელია დანგრეული ტრავმატოლოგიური ცენტრის ნანგრევების დემონტაჟი
ასევე განადგურდა საავადმყოფოს მთავარი შენობის ნაწილი. იქაც აუცილებელია ყველაფრის მოწესრიგება. ეს არის ჩვეულებრივი საავადმყოფო, რომელიც ყოველდღე იღებდა ქალაქის მცხოვრებლებს, მათ შორის რუსული დაბომბვის მსხვერპლებს. ამიტომ, დღევანდელი თავდასხმა ამ სამედიცინო დაწესებულებაზე სხვა არაფერია, თუ არა რუსული ჯარების ცინიკური ტერორიზმი,“- წერს ქალაქის მერი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,