2022-08-01 17:33:11, 1660 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში ამერიკიდან HIMARS-ის კიდევ 4 სარაკეტო სისტემა ჩავიდა
თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში HIMARS-ის კიდევ 4 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა ჩამოვიდა.
"უკრაინაში 4 დამატებითი HIMARS ჩამოვიდა. მადლობელი ვარ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინისა და შეერთებული შტატების მოქალაქეების უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერებისთვის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ამ იარაღის გამოცდილი ოპერატორები. HIMARS-ის ზალვოს ხმა ამ ზაფხულის მთავარ ჰიტად იქცა ფრონტის ხაზზე",- წერს რეზნიკოცი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ თეთრმა სახლმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს დამატებით HIMARS სისტემებს , რომლებიც „უკრაინელებმა ძალიან ეფექტურად გამოიყენეს ბრძოლის ველზე სიტუაციის შესაცვლელად“.
გერმანული გრძელვადიანი MARS II MLRS ასევე ჩავიდა უკრაინაში ორშაბათს .
ავტორი: ექსპრესნიუსი,