|
2022-07-19 10:53:26, 2895 ნახვა
კომენტარი
ზაზა შათირაშვილი - ივანიშვილის საქმით ამერიკელები ორ კურდღელს იჭერენ - აშანტაჟებენ და შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევენ
ივანიშვილის საქმით ამერიკელები ორ კურდღელს იჭერენ - ერთი მხრივ, ივანიშვილს აშანტაჟებენ, ხოლო, მეორე მხრივ, შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევენ, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს. "ვაგრძელებ ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის განვითარებული მოვლენებისთვის თვალყურის მიდევნებას და ვხედავ, რომ ჩნდება ახალი ფაქტები, რომლებიც ჩემს მიერ თავიდანვე გამოთქმულ ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს. როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ძალისხმევით, „კრედიტ სუისის“ შესახებ საერთაშორისო მედიაში უამრავი კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა. თუმცა, ამ სტატიებზე ბანკის მენეჯმენტს არავითარი რეაქცია არ ქონდა და ისინი თვითდაზიანების რეჟიმში აგრძელებდნენ მოქმედებას. სწორედ ამიტომ, ივანიშვილის ადვოკატებმა ტაქტიკა შეცვალეს და საერთაშორისო მედიაში სხვა შინაარსის სტატიების გამოქვეყნება გადაწყვიტეს, რომლის ადრესატები შვეიცარიის პარლამენტი და საბანკო სისტემის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები იყვნენ. ამ სტატიებს შვეიცარიელი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და საზოგადოების ყურადღება უნდა მიეპყრო იმ ზიანზე, რომელსაც „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი შვეიცარიის საბანკო სისტემას და სახელმწიფოს აყენებდა. მაგრამ აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა უხილავი ხელი, რომელმაც უკლებლივ ყველა სტატია ერთიანად დაბლოკა. დაბლოკვის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილის ადვოკატებმა არა ბანკის, როგორც ასეთის, არამედ მისი მენეჯმენტის მიმართ გამოთქვეს საფუძვლიანი ეჭვები. რომ შევაჯამო, გასაგებია, რაშიც არის საქმე - „კრედიტ სუისის“ კრიტიკა ამერიკელებისთვის არათუ შემაშფოთებელი არ იყო, არამედ, პირიქით, სწორედ მათ ინტერესებს ემსახურებოდა. როგორც ადრეც ვთქვი, ივანიშვილის საქმით ამერიკელები ორ კურდღელს იჭერენ - ერთი მხრივ, ივანიშვილს აშანტაჟებენ, ხოლო, მეორე მხრივ, შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევენ. ამ კუთხით, ივანიშვილის ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული სტატიები ამერიკის ინტერესებს პირდაპირ ესადაგებოდა. მაგრამ ადვოკატებმა როგორც კი გადაწყვეტეს, აქცენტი არა „კრედიტ სუისზე“, არამედ ამერიკელების მიერ დანიშნულ მის მენეჯმენტზე გადაეტანათ და ის თვითდაზიანებაში ემხილათ, მაშინვე ყველა სტატია დაიბლოკა. აქედან მტკიცდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სწორად მიაგნეს პრობლემის მთავარ წყაროს. თუმცა, რამდენად იქნება ეს მიგნება საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად, რთული სათქმელია. საქართველოს ომში ჩართვისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის დანგრევის მიზნები იმდენად დიადია, რომ ამერიკელებმა ამ მიზნებისგან კიდევ დიდხანს შეიძლება არ დაიხიონ უკან", - წერს შათირიშვილი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)