|
2022-07-14 13:21:19, 1126 ნახვა
რეგიონი
გავლენიანი გამოცემები ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება
ბათუმში მიღწეულ ბორჟღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას გავლენიანი მედიაგამოცემები გამოეხმაურა. Daily Mail, Rugby World, Rugbypass, La Reppublica, La Gazzeta dello Sport და სხვა პოპულარული გამოცემები ქართველი მორაგბეების წარმატებას ისტორიულს უწოდებენ. შესაბამისად, ყველა გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა ბათუმიც, როგორც გამარჯვებისა და საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძელი ქალაქი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, „ბათუმის თბილ კვირა საღამოს ბორჯღალოსნებმა ისტორია შექმნეს. იტალიასთან 25-19 ანგარიშით, მათ ისტორიაში პირველად დაამარცხეს პირველი დონის გუნდი,“ იწყებს სტატიას პოპულარული სპორტული პორტალი RugbyPass, რომლის სტატიებსაც სოციალურ მედიაში 20 მილიონზე მეტი წვდომა აქვს. “ბათუმში ევროპის მე-6 გუნდი მეშვიდეს ხვდებოდა და 20-ათასიან სტადიონზე არსებული საოცარი ატმოსფერო თავიდანვე მოასწავებდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა. საქართველოს ნაკრებმა პირველად მოახერხა ასეთი რანგის მეტოქის დამარცხება და ქომაგებს ნამდვილი ზეიმი მოუწყო. ბოლო წუთებზე ანგარიში 28:19 იყო და გულშემატკივრების ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა. ისტორია გადაიწერა. საქართველომ მოიგო, მორაგბეები და ქომაგები კი ერთიანად აფეთქდნენ”, - წერდა გამოცემა. მათივე ცნობით, ექვსი ერის ჩემპიონატში საქართველოს მიღებაზე საუბრობს გავლენიანი გამოცემები. მათ შორისაა Rugby World, რომლის ჟურნალისტიც მორაგბეების დამსახურებულ გაწევრიანებასთან ერთად ბათუმსა და თბილისში ექვსი ერის თამაშების გამართვის სარგებელს უსვამს ხაზს. „რთულია არ აღნიშნო, რომ „ექვს ერს“ საქართველოს ჩართვა სარგებელს მოუტანს. თბილისში ან ბათუმში მოგზაურობა პარიზთან და რომთან შედარებით უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი იქნება მოგზაურებში,“ ამბობს ჟურნალისტი. „მოძრავი მატჩების ქვეყნის მასშტაბით ჩატარება საქართვლოსთვის რაგბის მიმზიდველობის გაზრდის გეგმის ნაწილია. რაგბი საქართველოს ეროვნული სპორტია და მისი სიყვარული აქ აშკარაა. ბათუმში უნდა ყოფილიყავი ეს რომ გაგეაზრებინა,“ წერს კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა Daily Mail “გამარჯვებას არა მხოლოდ სტადიონზე მყოფი ხალხი, არამედ მთელი ერი ზეიმობდა.” იტალიისთვის საქართველოსთან მარცხს „ყინულის შხაპს“ უწოდებს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport , რომლის ავტორიც წერს, რომ იტალიელებისთვის ეს მძიმე და დამსახურებული მარცხია, საქართველო კი იმსახურებს თავის დამსახურებულ ადგილს დიდი რაგბში. „ბათუმში ატმოსფერო ძალიან ცხელია, გულშემატკივრების აქტიურობა და მოედანზე გასული „ლელო“ აშკარას ხდის, რომ საქართველოსთვის ეს ცხოვრების თამაშია. საქართველო ზეიმობს. ეს არ იყო სხვების მსგავსი თამაში, ეს არ იყო წასაგები თამაში. ეს იყო ყინულის შხაპი, რომელიც იტალიელებმა დაიმსახურეს.“ „ქართველი მორაგბეების დამსახურებულ გამარჯვებას უსვამს ხაზს კიდევ ერთი იტალური გამოცემა „La Reppublica”. „ბორჯღალოსნების გუნდი ამტკიცებს, რომ აძურზე უფრო ძლიერია, რაც ამძაფრებს მის მისწრაფებას, დაიკავოს ადგილი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში.“ ბათუმს რაგბის თამაშისთვის შესაფერის ადგილს უწოდებს Daily Mail. „ეს ქართული რაგბისთვის შესაფერისი ადგილი და შესაძლებლობა იყო შემდეგი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად. ქალაქ ბათუმის მსგავსად, მთავარ მწვრთნელ მაისაშვილს და მის გუნდსაც ამბიციური გეგმები აქვთ“,- აღნშნულია ინფორმაციაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)