05:08 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 14:43:14, 1393 ნახვა

რეგიონი
კასპის ტექნოპარკში, წყაროთმცოდნეობის საკითხებთან დაკავშირებული კვლევეების შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

კასპის ტექნოპარკში კასპის წყაროთმცოდნეობის საკითხებთან დაკავშირებული კვლევეების შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსმა, ივანე ჯახუამ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეისათვის გამოვლენილია 3000-ზე მეტი საქმე, რომელთა 90 პროცენტიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად უცნობია.

კვლევის მიზანია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო არქივში დაცულ საარქივო ფონდებში კასპის მუნიციპალიტეტის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების, საარქივო საქმეებისა და დოკუმენტების გამოვლენა, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია, ანალიზი და სპეციალური გამოცემის მომზადება. (ქრონოლოგიური ჩარჩო XIII საუკუნე - 1921 წწ.)

 ისტორიული წყაროების, საარქივო საქმეებისა და დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შეძენა, მათზე დაყრდნობით სხვადასხვა თემაზე გამოცემების, გამოფენების მომზადება.

ქართული პრესის ფურცლებზე 1819-1921 წლებში კასპთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიებისა და ინფორმაციების ქრონოლოგიურად დალაგება და წიგნად გამოცემა.

შერჩეულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული 200-მდე დასახელების ჟურნალ-გაზეთი, საიდანაც ამოღებულია 350-ზე მეტი სტატია და ინფორმაცია.

მნიშვნელოვანი და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოსთვის,  კასპისთვის გაწეული უანგარო და დაუღალავი საქმისთვის ივანე ჯახუას მადლობა გადაუხადეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, შსს  არქივის დირექტორმა ბადრი ჩერქეზიშვილმა, ბერკლის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ჰარისონ კინგმა, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა, მისმა პედაგოგებმა, თანკლასელებმა, თანაქალაქელებმა... 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics