2022-07-05 16:36:49, 1653 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში, ოკუპანტების სამხედრო ბაზა გაანადგურეს
რუსი ოკუპანტების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, შეიარაღებული ძალების მიერ მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზის განადგურების შედეგად, 200-ზე მეტი რუსი სამხედრო განადგურდა, ხოლო 300-ზე მეტი კი დაშავდა,- ამის შესახებ ქალაქმის მერმა ივან ფედოროვმა ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მოწინააღმდეგის ბაზის განადგურებისას ლიკვიდირებული იქნა ყაზარმები, საწვავისა და საბრძოლო მასალის საწყობები
„დანაკარგების შესახებ სანდო ინფორმაციით, შეიძლება ითქვას, რომ 200-ზე მეტი რაშისტი მთლიანად განადგურდა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა”,- განაცხადა ფედოროვმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოწინააღმდეგეებმა მელიტოპოლში ოთხი სამხედრო ბაზა გახსნეს,
ამასთან, 3 ივლისს ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ მელიტოპოლის აეროდრომი, როგორც მტრის სამხედრო ბაზა, აღარ არსებობდა, ვინაიდან ის უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,