2022-07-05 10:29:36, 1533 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა დამპყრობლებმა ბახმუტში, ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ოთხი კი დაშავდა
რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტში, ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხოლო ოთხი კი დაშავდა,- ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ განაცხადა.
მისი თქმით, კონსტანტინოვკაში სამედიცინო დახმარება 2 ადამიანს აღმოუჩინეს, ამასთნ, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დროისთვის შეუძლებელია.
„4 ივლისს რუსებმა დონეცკის რაიონში ბახმუტში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, კიდევ 4 ადამიანი დაშავდა“, - წერს კირილენკო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ბახმუტსა და სევერსკზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.
მათი თქმით, ოკუპანტები გააგრძელებენ ბახმუტ-ლისიჩანსკის გზატკეცილის დასავლეთით გადაადგილებას, რათა საბოლოოდ მიუახლოვდნენ ახალ ქალაქებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,