2022-06-28 17:09:05, 789 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - რუსეთის რეაქცია კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმაზე „სევდიანია"
რუსეთის რეაქცია კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმაზე "სევდიანია" . - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
მისივე თქმით რუსი დიპლომატები და ოფიციალური პირები ავრცელებენ გიჟურ შეთქმულების თეორიებს და უარყოფენ, რომ სარაკეტო თავდასხმა ნამდვილად განხორციელდა.
"სამწუხაროა რუსეთის რეაქცია კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში განორციელებულ თავდასხმაზე, რუსი დიპლომატები და ოფიციალური პირები ავრცელებენ გიჟურ შეთქმულების თეორიებს და უარყოფენ, რომ დარტყმა მოხდა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,