04:08 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 18:49:03, 1417 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს სავაჭრო ცენტრს, რომელშიც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა

ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს სავაჭრო ცენტრს, რომელშიც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს თავის სისასტიკეს რიგითი მოქალაქეების მიმართ.

"ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს სავაჭრო ცენტრს, რომელშიც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. სავაჭრო ცენტრი იწვის, მაშველები ცეცხლს ებრძვიან, მსხვერპლის რაოდენობა წარმოუდგენელია.
რუსეთის არმიას საფრთხე არ ემუქრებოდა. არანაირი სტრატეგიული ღირებულება ობიექტს არ აქვს. მხოლოდ ადამიანების მცდელობა, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, რაც ასე აბრაზებს ოკუპანტებს.
რუსეთი აგრძელებს თავის სისასტიკეს რიგითი მოქალაქეების მიმართ. მისი მხრიდან ადეკვატურობისა და ჰუმანურობის იმედის ქონას აზრი არ აქვს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics