02:50 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 17:58:25, 1509 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - პუტინს G7-ის ერთად დგომა აღიზიანებს, მხარს დავუჭერთ უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმები კიევში საცხოვრებელ შენობებზე აჩვენებს საერთაშორისო ერთიანობის მნიშვნელობას უკრაინის მხარდასაჭერად. იუწყება AP.

G7 სამიტის პირველი სესიის მასპინძლობის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას შოლცმა ხაზი გაუსვა უკრაინის საკითხში G7-ის ერთიანობას.

"დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინი ამას არ ითვალისწინებდა და ეს მას მას თავის ტკივილს აყენებს - უკრაინის დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, მაგრამ, რა თქმა უნდა,  ასევე უკრაინელების გამბედაობა და ვაჟკაცობა საკუთარი ქვეყნის დასაცავად.ის, რომ ეს არის სასტიკი ომი, რომელსაც პუტინი აწარმოებს, ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ დავინახეთ კიევში სახლებზე სარაკეტო თავდასხმებით - ეს ცხადყოფს, რომ სწორია, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ და მხარს ვუჭერთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი ქვეყანა, თავიანთი დემოკრატია, საკუთარი  თავისუფლება,"- განაცხადა შოლცმა.

შოლცმა დასძინა, რომ ის და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთსულოვანნი არიან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ომის დასასრულებლად.

შოლცმა, რომელიც კრიტიკას განიცდიდა უკრაინაში მძიმე იარაღის გაგზავნის შეფერხების გამო, თქვა, რომ „გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ, როდესაც საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოების საკითხებს“. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics