|
2022-06-26 13:25:30, 1522 ნახვა
რეგიონი
ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის” ორგანიზებით გაიმართა. ამისშესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფესტივალზე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი იყო წარმოდგენილი, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი პროდუქცია წარედგინათ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის, ფესტივალზე მოწვეული ევროპელი იმპორტიორებისა და ქართველ ექსპორტიორებისთვის. ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს 2013 წელს დაწყებულ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პოლიტიკის; შედეგი სახეზეა: ათასობით ჰექტარი ახლდაგაშენებული ვენახები საქართველოს მაშტაბით, ღვინის მწარმოებელი ათობით ახალი კომპანია. დღეის მდგომარეობით, 236 ღვინის კომპანია ოპერირებს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია შედეგია; ქართული ღვინო მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება”, - აღნიშნა იური ნოზაძემ. ლევან მეხუზლას განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს, რომელიც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ქართულ ღვინოს, ღვინის წარმოების ტრადიციებსა და კულტურას. „რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს მეღვინეობის უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ადგილობრივი ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებით. ფესტივალი პირველად ტარდება და ეს ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს აძლევს ცნობადობის გაზრდის, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალი პარტნიორების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც რეგიონში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებისა და განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“,- აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ. რაჭა-ლეჩხუმის ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგები იმ მიმართულებებით, მათ შორის, გაყიდვების, ღვინის ტურიზმის, მარკეტინგის, რომლის საჭიროებაც რეგიონის მცირე მარნებს აქვს.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)