00:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 17:22:58, 1497 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინაში აშშ-დან გამოგზავნილი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები ჩამოვიდა

უკრაინაში აშშ-დან გამოგზავნილი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები HIMARS ჩამოვიდა. - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

მისივე თქმით, ის მადლობელია მისი ამერიკელი კოლეგების ასეთი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

„დიდი მადლობა ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის! ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics