00:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 14:22:58, 2940 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - ტყვეობაში მყოფი აზოვსტალის დამცველები ცოცხლები არიან, ზოგიერთ მათგანთან გვაქვს კავშირი

ტყვეობაში მყოფი აზოვსტალის დამცველები ცოცხლები არიან, ზოგიერთ მათგანთან არის კავშირი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა LB.ua- სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ერმაკის განცხადებით, ისინი ცოცხლები არიან, თუმცა უცნობია ის თუ რა პირობებში არიან.

„ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან. რაც შეეხება პირობებს, ამ საკითხსაც მონიტორინგს უტარებენ. ჯერ გარკვევით ვერ ვიტყვით, რა პირობებში არიან. მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ცოცხლები არიან. ჩვენ დავიწყებთ გმირების დაბრუნებას უკრაინაში“, - განაცხადა ერმაკმა. 

ამასთან ერმაკმა აღნიშნა, რომ გაცვლაზე მოლაპარაკებების პროცესი რთულია და ამაზე კომენტარი დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცენტრმა უნდა გააკეთოს.

 „რადგან მოლაპარაკებები და კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, პროცესი ძალიან რთულია. არ მინდა ჩემი სიტყვებით და ინფორმაციით ამ პროცესს ზიანი მივაყენო“, - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ აზოვსტალის დამცველებს რამე დაემართება, რუსეთთან მოლაპარაკებები არ შედგება.

„სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია არ შეცვლილა. მან თქვა, რომ თუ რამე დაემართება ამ ხალხს. ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება დაივიწყონ”,- დასძინა ერმაკმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ აზოვსტალში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებისვის ბრძანება გასცა, გადაერჩინათ პერსონალის სიცოცხლე. 

17 მაისს, შუაღამის შემდეგ, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს აზოვსტალიდან ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში 53 მძიმედ დაჭრილი იქნა ევაკუირებული. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოკუპირებულ ელენევკაში გადაიყვანეს.

6 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2,5 ათასზე მეტი სამხედრო ტყვე აზოვსტალიდან ტყვეობაში იმყოფებოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი დაზვერვის დირექტორატის მოვალეობაა სამხედროების სახლში ცოცხლად დაბრუნება.

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics