05:03 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 13:58:43, 1119 ნახვა

რეგიონი
„არიოლ ი რეშკას“ ლეტუვური ანალოგი აჭარაზე გადაცემას ამზადებს

პოპულარული გადაცემა "არიოლ ი რეშკა"-ს ლიეტუვური ანალოგი "მეტამ მონეტა" მაყურებელს აჭარაში დასვენების შესაძლებლობებს გააცნობს. გადაცემაში, რომელიც ლიეტუვის წამყვან ტელეარხზე ივლისის შუა რიცხვებში გავა, ცნობილი მსახიობები და ტელეწამყვანები ლიეტუველებს აჩვენებენ, თუ როგორ და სად შეიძლება აჭარაში როგორც მდიდრულად, ისე ბიუჯეტურად დასვენება. პოპულარული გადაცემის გადამღები ჯგუფი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული სექტორის მხარდაჭერით მოგზაურობს.

უწყების ცნობით, გადაცემის წამყვანებმა თავად გამოსცადეს ის მრავალფეროვანი ტურისტული სერვისები თუ პროდუქტები, რომელსაც აჭარა ზღვაზე და მთაში დასვენების მსურველებს სთავაზობს. მათ შორისაა ზიპლაინი და ჯომარდობა ქედაში, პარაგლაიდინგი გონიოში, იახტითა და საბაგიროთი გასეირნება ბათუმში და სხვა ტურისტული აქტივობები.

„ლიეტუვა ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად  აჭარისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, საიდანაც დაინტერესება აჭარის ტურისტული პროდუქტებით ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლიდან დაიწყო და წელსაც განხორციელდება ჩარტერები ვილნიუსიდან  ბათუმის მიმართულებით, რასაც რიგისა და ტალინის ფრენებიც ემატება.

 

წელს, ბალტიისპირეთიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  პრეს-ინფოტურებს აქტიურად უწევს ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც რეგიონს წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ.  აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბალტიისპირეთში 2016 წლიდან დაიწყო. ტურისტების უმრავლესობა აჭარაში მთის ტურისტული პროდუქტებით, კულტურითა და ტრადიციებით ინტერესდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics