11:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 10:30:58, 1504 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის 21 დასახლება დაბომბეს - არის მსხვერპლი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის 21 დასახლება დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას  გაერთიანებული ძალების ჯგუფი ავრცელებს. 

"სლავიანსკის, სევეროდონეცკისა და რაიგოროდკას მტრის საჰაერო, სარაკეტო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაშავდა სულ მცირე 10. ინფორმაცია მსხვერპლთა და დაღუპულთა შესახებ მუდმივად ახლდება", - ნათქვამია ანგარიშში.

მათივე ცნიბით, 31 მაისს, რუსეთის ჯარებმა დაბომბეს 21 დასახლება ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში - სევეროდონეცკი, ბოროვსკოე, ლისიჩანსკი, პრივოლიე, ნოვოდრუჟესკი, ბელოგოროვკა, ზოლოტე, გორსკოე, კამიშევახა, ტოშკოვკა, ვრუბოვკა, უსტინოვკა, სიროტინო, ავდეევკა, სლავიანსკი, იაროვაია, ოჩერეტინო, რაიგოროდკა და შემენ კალინინგი. 

რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა გაანადგურეს და დააზიანეს 46 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის: 40 მრავალსართულიანი და კერძო სახლი, სამხატვრო სკოლა (გორსკოე), საბავშვო ბაღი (სოფელი იაროვაია), პროლეტარიის ქარხნის შენობები (ლისიჩანსკი). ავდიივკაში პოლიციის განყოფილების შენობა დაზიანდა.

გასული დღის განმავლობაში, მაშველებმა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან 13 907 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics