|
2022-05-20 20:32:36, 2310 ნახვა
სამხედრო
საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის ხელმძღვანელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. მინისტრმა საუბრისას ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან წარმატებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ამერიკულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და უსაფრთხოების გარემოს შესახებ იმსჯელეს. თავდაცვის სფეროში ორმხრივ კონსულტაციებს წელს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერი თანათავმჯდომარეობდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა აშშ-საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ორმხრივ კონცეფციას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი მიზნად ისახავს, განსაზღვროს ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალი ინიციატივის მიმართულებები მომავალი წლებისთვის. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის. საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მაღალი დონის ორმხრივი კონსულტაციები ყოველწლიურად ტარდება. კონსულტაციების ფორმატი ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრასა და გადახედვას ითვალისწინებს.
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)