|
2022-05-07 15:11:51, 2135 ნახვა
სამხედრო
ნატოს გენერალური მდივანი უკრაინაში ომის უფრო გამწვავებას ელოდება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის შემდგომ ესკალაციას ელის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Deutsche Welle. ”გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, მაგრამ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე”, - თქვა მან. ამასთან, სტოლტენბერგმა გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. „ჩვენი გზავნილი ცალსახაა: ატომური იარაღის გამოყენება გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ყველა მხარეს იქნება მხოლოდ ისინი, ვინც ომს მწარედ წააგეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ატომურ ომის ვერავინ ვერ მოიგებს და იგი არავინ უნდა აწარმოოს, მათ შორის რუსეთმა". ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციას არ გააჩნია რაიმე მონაცემი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ატომური არსენალი უკრაინაში რუსული შეჭრის დაწყების შემდეგ მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იყო მიყვანილი, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარისა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)