03:53 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 19:29:16, 1196 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არც გიგი უგულავას და არ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ანგარიშგასაწევი აღარ არის

არც გიგი უგულავას და არ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ანგარიშგასაწევი აღარ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს სისხლის ღვრა სურთ.

„მათ უნდათ სისხლის ღვრა, ომის სახით, სამოქალაქო დაპირისპირების სახით. ამას ბუნებრივია ვერ ეღირსებიან ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მოვლენები არ განვითარდეს იმ სცენარით, რა სცენარითაც გიგი უგულავასა და „ნაცმოძრაობას“ სურს. გიგი უგულავას წამოსცდება ხოლმე ის, რაზეც მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს. სინამდვილეში ეს არის მათი ნაფიქრალი და ნამსჯელი. აქედან გამომდინარე ეს არის მათი განზრახვა, მაგრამ ჩვენ ამას ბუნებრივია სერიოზულად ვერ მივიღებთ. თუმცა, ამასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი სცენარები საქართველოში არ განვითარდეს და გპირდებით, რომ არც განვითარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics