|
2022-04-27 11:32:04, 1410 ნახვა
სამხედრო
ქვეყნის მასშტაბით სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სამხედრო მოსამსახურეები მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით , დღეს შეხვედრები გაიმართა ზუგდიდში, ფოთში, ახალციხეში, ფასანაურსა და ყაზბეგში. მოქალაქეთა მხრიდან სამხედრო საქმით დაინტერესება დიდია, განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობენ. მათ საკონტრაქტო სამსახურის პარალელურად, უმაღლეს სასწავლებლებში შეღავათებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებს უწყება 50%-ან (არაუმეტეს 1125 ლარი) სწავლის თანადაფინანსებას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კი, სტიპენდიას - სემესტრულად 750 ლარის ოდენობით სთავაზობს. საუბარი შეეხო სამხედრო კარიერული განვითარების საკითხსაც. სამხედროებმა აღნიშნეს, რომ თავდაცვის უწყებაში იქმნება მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობები, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა. ჯარისკაცებს ნატოს სტანდარტების პროფესიული და კარიერული განვითარების, ასევე უცხო ენების შესწავლისა და საზღვარგარეთ კურსების გავლის შესაძლებლობა აქვთ. სამხედროების თქმით, თავდაცვის ძალები ორიენტირებულია ჯარისკაცი სამსახურში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მისი დასრულების შემდეგაც იყოს უფრო კონკურენტული. თავდაცვის ძალები მათ დამატებითი პროფესიის არჩევის საშუალებასაც აძლევს და უწყებაში არსებულ და სამოქალაქო პროფესიულ სასწავლებლებში დამატებითი პროფესიით ამზადებს. მოქალაქეთა კითხვები თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობასაც შეეხებოდა. აღინიშნა, რომ 18-დან 40 წლის ჩათვლით მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში დასაქმება საკუთარი პროფესიითაც შეუძლიათ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)