|
2022-04-16 21:14:22, 1217 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა
ჩვენ ვსტუმრობთ მეგობრებს მოძმე უკრაინაში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ძლიერი და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უკრაინელი ხალხის არჩევანს. „ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩემი კოლეგა რუსლან სტეფანჩუკისადმი, რომელიც მასპინძლობს ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას უმაღლეს რადაში, მიუხედავად მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვებისა. ჩვენ ვსტუმრობთ მეგობრებს მოძმე უკრაინაში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ძლიერი და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხი ძალიან ახლოა ერთმანეთთან. ჩვენი კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაერთიანებს. ეს არის ის, რასაც ორივე – უკრაინაც და საქართველოც აფასებს. ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, მივუსამძიმროთ და გავიზიაროთ მათი ტკივილი ვინც იტანჯებოდა და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით. სიტყვებით ვერ აღწერ იმ სურათებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ შორიდან და ახლა გვექნება საშუალება, ჩვენი თვალითაც ვნახოთ. ვგულისხმობ სურათებს ბუჩადან, ირპენიდან, ბოროდიანკადან, კრამატორსკიდან. ამ სისასტიკის შესახებ მთელმა მსოფლიო შეიტყო. თუმცა, არის კიდევ ბევრი ქალაქი, რომელსაც იგივე ბედი ეწია და ბევრი ისტორია ჯერ ცნობილი არ არის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და პატივი სცეს უკრაინელი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)