|
2022-03-30 10:54:54, 418 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე. კერძოდ, იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) უწევს ქვეყანას ურბანული, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში მიმდინარე პროგრამების მიმართულებით. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა გამოწვევების მიუხედავად მყარად განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის კურსს, ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია, ეკონომიკის საფუძვლების გაძლიერება და შოკებისადმი მდგრადობის გაზრდა. თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)