|
2022-03-29 13:49:46, 628 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ღარიბაშვილი იტყვის, „ოცნების“ უკან „ნაცმოძრაობა“ დგასო - თუ მსოფლიოს ვმართავთ, გაიწიეთ და გვამართინეთ ქვეყანა
ღარიბაშვილი ახლა იტყვის, „ქართული ოცნების“ უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგასო და მთელი მათი ათწლიანი დანაშაული და წარუმატებელი საქმიანობა, ალბათ გადმობრალდება „ნაცმოძრაობას“ , - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რომან გოცირიძის თმით, „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან მათ ადამიანები მიაჩნიათ ბრიყვებად და ცხვრის ფარად და საკუთარი განცხადებებით, ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანები მიაჩნიათ ბრიყვებად და ცხვრის ფარად, როდესაც თავისი სულელური განცხადებებით უნდათ მათი შეცდომაში შეყვანა, მაგრამ არავინ ტყუვდება და ძალიან ცდებით, თუ ხალხზე გაქვთ მსგავსი წარმოდგენა. გუშინ მორიგი სისულელე განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა, თურმე საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციების უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ - წარმოგიდგენიათ, ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში, გააპროტესტეს ის რაც ხდება და თურმე „ნაციონალური მოძრაობაა“ მათ უკან. მართლა შოკში აღმოჩნდებიან ეს დეპუტატები, როცა გაიგებენ, რომ იცით, რა „ქართული ოცნების“ უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას - ამას იტყვის ახლა ღარიბაშვილი, მთელი ეს ათწლიანი დანაშაული და წარუმატებელი საქმიანობა ალბათ გადაბრალდება „ნაციონალურ მოძრაობას“, თურმე ჩვენ ვმართავთ მსოფლიოს, უკრაინას ვმართავთ, აშშ-ის კონგრესს ვმართავთ, ევროპარლამენტს ვმართავთ და თუ მთელ მსოფლიოს ჩვენ ვმართავთ, გაიწიეთ რა და გვამართინეთ ქვეყანა და ნახავთ, როგორი ფასები და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)