|
2022-03-22 17:58:48, 773 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“ - რუსებს ნუ დაასწრებთ მათთვის სასარგებლო თემების წამოწევას
,,არ მოგცემთ უფლებას უმტროთ საქართველოს ისეთი თემის წამოწევით, რაც დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებულად დამაზიანებელია საქართველო ეროვნული ინტერესებისათვის. - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნეიტრალიტეტის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად. „ნუ იმეორებთ ამ სიტყვას ამოჩემებულივით. ამ თემას შეეშვით ხალხნო. საქართველოს მტრობთ ამ თემის აქტუალიზაციით, მე ამ თემაზე პასუხს არ გაგცემთ და არ მოგცემთ ამ თემის აქტუალიზაციის საშუალებას. არ მოგცემთ უფლებას, უმტროთ საქართველოს ისეთი თემის წამოწევით, რაც დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით, არის დამაზიანებელი საქართველოსათვის, მისი ეროვნული ინტერესებისათვის და ერთიც, ერთ რამეს გირჩევთ ყველას, ნაცმოძრაობის ყველა წევრს გეხებათ აბსოლუტურად, რუსებს და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%, ნუ დაასწრებთ მათთვის სასარგებლო თემების წამოწევას. ამას გთხოვთ ძალიან. ამ თემის სიღრმეებში მეტს აღარ შევალ და ალბათ მიხვდებით. თქვენი შეფასებებია ეთიკურად შეუთავსებელი ჟურნალისტის საქმიანობასთან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)