|
2022-03-17 15:22:35, 662 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ არ სურთ, ეს მათი გადასაწყვეტია
საქართველოს მთავრობას ორმხრივი სანქციების დაწესებას არავინ სთხოვს, მაგრამ ველით, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ აგრესიას, დაეთანხმება სანქციების რეჟიმს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩა, კელი დეგნანმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსგან გაჟღერდეს, რომ ეთანხმება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რაც უკრაინისთვის ერთიანი და მნიშვნელოვანი გზავნილია. „ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ვაჩვენოთ ერთიანი პოზიცია რუსეთის აგრესიის მიმართ, რომელიც კლავს ათასობით უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს და ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს. სანქციები გამიზნულია რუსეთის სანქციებზე გავლენის მოსახდენად. მინდა ცხადად ვთქვა, არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას წარადგინოს ორმხრივი სანქციები, თუ არ უნდათ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ველით, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ აგრესიას დაეთანხმება სანქციების საერთაშორისო რეჟიმს და საქართველო ყოველთვის იყო კარგი პარტნიორი საერთაშორისო სანქციების დათანხმებისას, ირანისა თუ სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც მოქმედებდნენ ისეთი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა, აშშ-ა. არ უნდა ავურიოთ საკითები ერთმანეთში - აქ ლაპარაკია საერთაშორისო სანქციების დათანხმებაზე, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ საქართველო დაეთანხმება ამ სანქციებს. საკვანძო საკითხია, მხარდაჭერის ერთიანი გზავნილი გავუგზავნოთ უკრაინას და ამის ერთადერთი გზა არის დაეთანხმო სანქციების საერთაშორისო რეჟიმს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)