|
2022-03-16 12:31:25, 805 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - აბსურდი და გაუგებარია, რაში მჭირდება მოვიგონო კიევის მერთან საუბარი
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან კომუნიკაცია ნამდვილად ჰქონდა, რომლის დროსაც სხვადასხვა საკითხი განიხილეს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კომუნიკაცია შედგა ასევე, ხარკოვის და ირპენის მერებთან. „მინდა, გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს მე არ მქონია კომუნიკაცია კიევის მერთან და ეს მოვიტყუე. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. აბსურდი და გაუგებარია, რატომ უნდა მოვიგონო ეს, უბრალოდ არ მესმის. რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი, ვესაუბრე 3 მარტს. ჯერ ოფიციალური წერილი გავუგზავნე ტელეფონზე. ეს იყო საქართველოსა და მოლდოვის თვითმმართველი ერთეულების მერების წერილი. მე ვარ ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი და ერთობლივად გავამზადეთ წერილი, რომელიც გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა მედიასაშუალებით. ეს წერილი პირდაპირ გავუგზავნე მას. მან მაშინვე გადმომირეკა და გვქონდა საუბარი ყველაფერზე: იქ არსებულ მდგომარეობაზე, თუ რა ვითარება იყო. ამის შემდეგაც მქონდა კომუნიკაცია. კომუნიკაცია მქონდა ასევე ხარკოვის და ირპენის მერებთან. რატომ უნდა მოვიტყუო, რა არის ამაში ისეთი, უბრალოდ გაუგებარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)