|
2022-03-15 15:49:59, 1022 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - როდესაც პრეზიდენტი ამბობს, ოპოზიცია ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული, თან მოგვიწოდებს ერთობაზე, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია
,,ჩვენ პრეზიდენტისგან ველოდებით, რომ მინიმუმ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და ძირგამომთხრელ საქმიანობებს მკაფიოდ დაარქვას სახელი და არა ის, რომ ასეთი ფსევდო შუაშისტური პოზიცია დაიკავოს და დიდაქტიკური მოტივები წაგვიკითხოს იმაზე, რომ ერთობა კარგია.’’ - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, ძნელია მოისმინო ეს რჩევა პრეზიდენტისგან, რომელიც იგნორირებას უკეთებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს - კონსტიტუციას. ,,როდესაც პრეზიდენტი ამბობს, ოპოზიცია ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული და თან მოგვიწოდებს ამ ოპოზიციასთან ერთობაზე - ეს ჩვენთვის გაუგებარიც არის და მიუღებელიც. მით უმეტეს, გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც მოგვიწოდებს პრეზიდენტი, რომ შევქმნათ ახალი ინსტიტუტი ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატიც და მინისტრიც ჩავაბაროთ იმ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობთ არის დაკავებული. ერთობა ვერ იქნება იმ ძალასთან, რომელიც ქვეყნის ინტერესების ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და მითუმეტეს, პრეზიდენტისგან ძალიან ძნელია მოისმინო დიდაქტიკური რჩევები მაშინ, როცა პირდაპირ ვიტყვი პრეზიდენტი, რომელიც არის ერთი-ერთი ყველაზე მაღალი კონსტიტუციური თანამდებობების პირი, იგნორირებას უკეთებს იმ კონსტიტუციას, რომელიც არის ქვეყნის უპირველესი დოკუმენტი და პირველ რიგში, სწორედ პრეზიდენტის მოვალეობაა, რომ დაიცვას კონსტიტუცია და ამის შემდეგ გველაპარაკოს სად შეიძლება და ვისთან შეიძლება ერთობა. ‘’ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)