|
2022-03-15 09:06:13, 700 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-მა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სექტორის 11 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
აშშ სანქციებს აწესებს რუსეთის თავდაცვის სექტორში ჩართულ 11 რუს ჩინოვნიკზე უკრაინაში მისი შეჭრის გამო, რასაც მოჰყვა დიდი რაოდენობით მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის. ამის შესახებ, უკრაინული ტელეარხი TSN აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს ვიქტორ ზოლოტოვს, როსობორონექსპორტის გენერალურ დირექტორს ალექსანდრე მიხეევს, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორს დიმიტრი შუგაევს, ასევე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის რვა მოადგილეს: ალექსეი კრივორუჩკოს. ტიმურ ივანოვი, იუნუს-ბეკ ევკუროვი, დიმიტრი ბულგაკოვი, იური სადოვენკო, ნიკოლაი პანკოვი, რუსლან ცალიკოვი, გენადი ჟიდკო. სანქციები ითვალისწინებს ჩამოთვლილი პირების ყველა ქონების ბლოკირებას, რომელიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში ან ეკუთვნის ან აკონტროლებს შეერთებული შტატების ფიზიკური და იურიდიული პირები. „გარდა ამისა, დაბლოკილია ნებისმიერი იურიდიული პირის ქონება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფლობს სანქციების სიაში შეყვანილი ერთი ან მეტი პირის 50 პროცენტს ან მეტს“, - დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)