|
2022-03-14 21:26:32, 752 ნახვა
პოლიტიკა
პენიტენციური - მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, თუმცა MRT კვლევაზე უარი თქვა
მიმდინარე წლის 13 მარტს, სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში". სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ. ,,ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს. განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, დაამუშაოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას წარმოადგენს.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)