13:09 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 19:45:13, 708 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - უკრაინელები მზად არიან, რუსებს მთელი სიცოცხლე გაუწიონ წინააღმდეგობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქეები მზად არიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში წინააღმდეგობა გაუწიონ უკრაინაში შეჭრილ რუსულ ჯარებს.

ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები მზად არიან რუსებს მთელი სიცოცხლის მანძილზე გაუწიონ წინააღმდეგობა. იმ ქალაქებშიც კი, სადაც რუსი ოკუპანტები არიან, მათ მიიღეს სამართლიანი პასუხი მშვიდობიანი მოსახლეობისგან, რომელსაც იარაღი არ ჰქონდა. ასეთი გამბედაობა, ეს არის რაღაც. უპრეცედენტოა და რუს სამხედროებს არ აქვთ ეს გამბედაობა, ამ ხალხს დაუპირისპირდეს. პრობლემა ისაა, რომ ერთი უკრაინელი ჯარისკაცისთვის გვყავს 10 რუსი ჯარისკაცი, ხოლო ერთი უკრაინული ტანკისთვის - 50 რუსული ტანკი, მაგრამ ჩვენ მათ ვანგრევთ და ეს უფსკრული იხურება. საკითხავია რამდენ ხანს შევძლებთ დგომას? ბევრი რამ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ჩვენ დავდგებით ძლიერ და ჩვენს დიდ ქალაქებშიც რომ შევიდნენ, რუსი ოკუპანტები სახალხო წინააღმდეგობას, სახალხო ომს შეხვდებიან და ჩვენს დამოუკიდებლობას არავინ დათმობს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დღეს უკრაინაში ომია, ხვალ კი ლიტვაში, შემდეგ პოლონეთში, შემდეგ გერმანიაში, შეიძლება იგივე განმეორდეს. 
"ეს ძალიან სერიოზულია. შეერთებული შტატები შორს არის, მაგრამ ბოლო დღეებში მაქვს განცდა, რომ შეერთებული შტატები ჩვენთან უფრო ახლოსაა", - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics