|
2022-03-03 10:22:57, 569 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენი ქვეყანა მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი
სამი ათეული წელია ჩვენი ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ისტორიული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად მოეწერა ხელი. „ის, რაც უკრაინაში ხდება არის დიდი ტრაგედიაა. სუვერენული ქვეყნის მიმართ წარმოებული აგრესია და ომი უნდა შეწყდეს. ეს ეწინააღმდეგება საერთო სამართლის წესებს. რაც შეეხება, ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს ქართველი ხალხის არჩევანია, რასაც თანმიმდევრულად ვაშენებდით. მეამაყება, რომ დღეს პრემიერმა ოფიციალურად ხელი მოაწერა განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენასთან მიმართებით არის ის, რომ ყველა რესურსით დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოვაცხადეთ თანადგომა მათ მიმართ. ასევე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ომის და ესკალაციის რისკისგან დავაზღვიოთ, მინიმალური იყოს ეკონომიკური დანაკარგები. გარდა ამისა, გავაღრმაოთ დასავლური პერსპექტივა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. სამი ათეული წელია ჩვენი ხალხი ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ბევრი რეფორმა გატარდა. დღეს ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)