|
2021-09-28 16:21:00, 2348 ნახვა
სამხედრო
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად პირველადი რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შესაძლებელია
საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად, სრულწლოვან პირს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული პროცედურით, მხოლოდ პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ტელეფონის ნომრის მითითებით, პირველადი რეგისტრაცია გაიაროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროექტის მიზანია, თავდაცვის ძალებში მოხვედრის მსურველებს სერვისის მაღალი ხარისხი შესთავაზოს და რეკრუტირების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივოს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიისის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და რატი ბრეგაძემ მოაწერეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით პირველი და ყოველი მეასე რეგისტრირებული და თავდაცვის ძალებში ჩარიცხული პირი უწყების მიერ დაწესებულ ჯილდოს მიიღებს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან, იუსტიციის სახელებიდან და საზოგადოებრივი ცენტრებიდან გადამისამართებულ ზარებს აერთიანებს. აღნიშნული სერვისით დაინტერესებული პირი ოპერატიულად მიიღებს ამომწურავ და სრულყოფილ ინფორმაციას სამხედრო საკონტაქტო და სარეზერვო სამსახურის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორი სამხედრო სამსახურში დარეგისტრირების მსურველს რეგისტრაციის გავლაშიც დაეხმარება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)