14:50 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 11:49:53, 473 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი - ჩვენი ვალდებულებაა მომავალ თაობას შემოვუნახოთ მათი გმირობა და ამასთან, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე ვინც დევნილად იქცა

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და  დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„28 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე,  ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და ყოველთვის ვიამაყებთ მათი თავდადებით. ჩვენი ვალდებულებაა მომავალ თაობას შემოვუნახოთ მათი გმირობა და  ამასთან, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე ვინც დევნილად იქცა.  მჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და თითოეული ადამიანი ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics