|
2021-09-24 14:52:45, 752 ნახვა
საზოგადოება
„თალიბების“ ვიცე-პრემიერი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ხელისუფლების წარმომადგენელ შეხვდა
“თალიბანის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუჰამედ ნაიმ გუშინ განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი მულა აბდულ ღანი ბარადარი ე.წ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელს ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა. - ინფორმაციას „Эхо Кавказа“ ნასი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით ავრცელებს. "დღეს, მოლა ბარადარი, ავღანეთის ისლამური საამიროს პრემიერმინისტრის მოადგილე, შეხვდა მაქსიმოვს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ წარმომადგენელს. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, ორივე მხარის შესახებ, რეგიონული უსაფრთხოება და სიტუაცია ავღანეთში", –წერს მუჰამედ ნაიმის ჯერ კიდევ, აგვისტო-სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაქსიმოვი ცხინვალში მიიწვიეს მოსკოვიდან და დაინიშნა სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელად რუსეთში. ე.წ ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლები ჯერ არ ავრცელებენ ინფორმაციას ალექსეი მაქსიმოვის „თალიბანის“ წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ. აგვისტოში სამხრეთ ოსეთის დეპუტატმა დავით სანაკოევმა არ გამორიცხა „თალიბანის“ მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური აღიარება. ”ალანიის სახელმწიფოს მიერ თალიბანის აღიარების საკითხი ჯერ კიდევ არ არის დღის წესრიგში, თუმცა გამორიცხული არაფერია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად საღი და პრაგმატული გამოჩნდება ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა “, - წერს სანაკოევი.
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)