|
2021-09-23 13:32:29, 459 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
თბილისში საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა კიდევ ერთით გაიზარდა - გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. N104 ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა. საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანია და 230 აღსაზრდელზეა გათვლილი. აქ დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. N104 ბაგა-ბაღი აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, რაგბის მინი სტადიონი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და მინი ავტოქალაქი. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ბაღის ეზო იძლევა ისეთი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რომლებიც მცირეწლოვნობიდანვე უწყობს ხელს სხვადასხვა უნარების განვითარებას. „თქვენ თვითონ ნახეთ, როგორი ბაღია. ეზო იძლევა ასეთი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას. ბავშვებს პატარაობიდანვე აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ, თუ როგორ იმოქმედონ. ყველანაირად კეთილმოწყობილია და ასეთივე მიდგომა იქნება ჩვენი მხრიდან ყველა ასეთ მშენებლობაზე, რომელიც ეხება ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამჟამად, დედაქალაქში 188 ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, მიმდინარეობს 9 ახალი ბაღის მშენებლობა და 2 ავარიული შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია.
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)