|
2021-09-22 16:55:59, 485 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძე - აეროპორტების თანამშრომელთა ვაქცინაცია მათი მუშაობის სპეფიციკიდან გამომდინარე უკიდურესად მნიშვნელოვანია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, აეროპორტების თანამშრომლებთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ონლაინ-შეხვედრა გამართა. შეხვედრას ონლაინ რეჟიმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალური ოფისის, ასევე ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე. ამირან გამყრელიზის განცხადებით, საქართველოს აეროპორტები არის ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭე. ამიტომ თანამშრომელთა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის როლს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში და ხაზი გაესვა, რომ იმუნიზაციაა ამ ეტაპზე, პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა. აეროპორტებში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება გამოიჩინეს და სრულად ვაქცინირებულები არიან.
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)