|
2021-09-22 14:03:10, 1775 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მისთვის ვაქცინაციის ბანერების სიძულვილი ენის შემცველი ბანერებით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია. ტიკარაძის თქმით, კომპანია „ალმასგან“, რომელიც სარეკლამო კამპანიას ახორციელებდა, გაცილებით უფრო გონივრული ნაბიჯი იქებოდა დაინტერესებულიყო, თუ რამდენად სწორი ბანერებით ხდებოდა ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლება. „ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასევე, ბატონი ამირანის და ჩემი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადება, რა თქმა უნდა, იყო ჩემთან შეთანხმებული და ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ. მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები, სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია „ალმასგან“, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დაკვეთა და აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა „ალმასგან“ გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის ბანერით“, - განაცხადა ტიაკრაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)