|
2021-09-22 10:55:47, 475 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს, ასევე, პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი. "სასწავლო კურსი გამომძიებლებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვისაა განკუთვნილი. სწავლების მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურ საკითხებსა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად ხორციელდება. HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი - „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება." - ნათქვამია ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)