|
2021-09-21 14:02:46, 479 ნახვა
საზოგადოება
ვასილ ხოდელი - „ლიბერთის“ აქვს ამბიცია და შესაძლებლობა ჰქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი
ახალი ლიბერთი არის შარშან მომზადებული სტრატეგიული გეგმის პროდუქტი და ეს არის გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელიც ეხება სხვადასხვა მიმართულებებს. ჩვენ ვქმნით მომხმარებელზე ორიენტირებულ ბანკს- ამის შესახებ ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა. მისი თქმით, ლიბერთის ახალი გუნდის მიზანია, ბანკს ჰქონდეს მომსახურების მაღალი ხარისხი, გარდა საცალო მიმართულებისა, ლიბერთი იყოს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი და შექმნას ღია, მდგრადი და კორპორატიული კულტურა. „ლიბერთისთვის მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ახალი არ არის და ჩვენ მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი აგროსექტორში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია დასაქმებული. ეს იქნება არა მხოლოდ პირველადი წარმოების კუთხით, არამედ შემდგომი გადამუშავების ნაწილშიც. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა სეგმენტებში აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი საბოლოო ჯამში იმ მიზნით, რომ მივიღოთ დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“,- აღნიშნა ვასილ ხოდელმა. ლიბერთის გენერალური დირექტორის განცხადებით, ბანკი ინაცვლებს მოქმედების ფაზაში და შესაბამისად, ლიბერთის აქვს ამბიცია, მიიღოს უფრო დივერსიფიცირებული პორტფელი, საცალო სეგმენტის ნაწილშიც.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)