|
2021-09-21 12:00:58, 406 ნახვა
საზოგადოება
რაჭის რეგიონში რთელი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება
ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება. ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარა" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. „ხვანჭკარის" ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო. რაჭის რეგიონის შესასვლელებში მოეწყო სპეციალური საკონტროლო პუნქტები. შემოწმდება რეგიონში შემოსული ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა. ამავე მიზნით, რთველის დაწყებისთანავე, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს გაუწევენ ჩასაბარებელი ყურძენს, რათა არ მოხდეს სხვა ჯიშების „ხვანჭკარის" სანედლეულო ჯიშებში - მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა. რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება. ყურძნის მოსავლის დაბინავების პარალელურად, უპირველეს ამოცანად რჩება ქართული ღვინის, რაჭის შემთხვევაში კი, განსაკუთრებით, ღვინის „ხვანჭკარა" ხარისხის უზურუნველყოფა და უნიკალური თვისებების შენარჩუნება.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)