20:36 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 17:05:44, 516 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ჩიტიაშვილი - მოკლე დროში დაიწყება საუკუნის პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

„ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატმა თენგიზ ჩიტიაშვილმს წარდგენაზე ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე  და აღნიშნა, რომ მალე დაიწყება საუკუნის პროექტი,  რის შემდეგაც მოსახლეობა  24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
თენგიზ ჩიტიაშვილმა  მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას" გამოცხადებული ნდობისთვის.
„ხაშურში დავიბადე და გავიზარდე, აქ გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და სწორედ ჩემი კუთხისა და ხალხის სიყვარულმა გამაბედინა მიმეღო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგევართ. ბევრი პრობლემაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. როგორც უკვე ითქვა, მოკლე დროში დაიწყება საუკუნის პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მადლობა  „ქართულ ოცნებას " მერობის კანდიდატად ჩემი დასახელებისთვის. ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებ" - განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერობის კანდიდატმა საკრებულოს  მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: მაყვალა მაისურაძე, ლევან გამრეკელი, მერაბ ცხოვრებაძე, გოდერძი არჯევანიძე, ზაზა სხილაძე, დავით მეტრეველი, ნოდარ ლომიძე, ალექსანდრე სიმონიშვილი, მუხრან ჩადუნელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics