|
2021-09-10 11:07:20, 440 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხელაძე დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა
წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე. დეპუტატობის კანდიდატი თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. ირაკლი ხელაძე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას ამ საკითხების მოგვარებას ახლო მოამავალში დაჰპირდა. „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა კიდევ არის პრობლემები. მოსახლეობის მხრიდან წამოყენებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების საკითხი. დავპირდი მოსახლეობას, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, მსგავსი ტიპის პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრება. ზოგადად, რაც ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაკეთდა დევნილი ოჯახებისთვის, ამდენი სამუშაო მანამდე არ გაწეულა და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შედეგებშიც აისახება" - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი მურად აბლოთია ესწრებოდნენ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)