|
2021-09-09 10:41:58, 372 ნახვა
საზოგადოება
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა. სხდომა ონლაინ ფორმატში, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. კომისიამ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზე და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებზე იმსჯელა. ასევე, განიხილეს მედიით გავრცელებული საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტები და კომპეტენტური უწყებებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს ამ ფაქტების მიმართ გატარებული პრევენციული ღონისძიებების და რეაგირებების შესახებ. პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით წარიმართა. სხდომაზე 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოუყენებლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის შესახებაც იმსჯელეს. მემორანდუმის ინიციატორია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), ხოლო დოკუმენტის ხელმომწერი მხარეები არიან როგორც ცესკო და სახელმწიფო უწყებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც აღინიშნა, გაგრძელდება მუშაობა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებების სწორი ინტერპრეტაციისთვის - შემუშავდება რეკომენდაციები და დაეგზავნება შესაბამის უწყებებს შესასრულებლად. კომისიის სხდომები მომდევნო კვირიდან ინტენსიურ (ერთკვირიან) რეჟიმზე გადავა. კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)