|
2021-09-08 12:12:05, 589 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა. კახა კალაძემ ახალგაზრდა დიზაინერები - ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიიწვია და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. „რამდენიმე დღის წინ ფანასკერტელის ქუჩაზე ძალიან კარგი სკვერი გავხსენით, რომელიც მანამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად რთული მდგომარეობა იყო - პირდაპირ ვიტყვი, ნაგვით იყო სავსე, ლითონის კონსტრუქციებით. რამდენიმე დღის წინ ადგილზე ვიყავით მისული და ვნახეთ, ახლა რა ლამაზი პროექტია განხორციელებული. ამას ყავს თავისი ავტორები, ადამიანები, რომლებმაც ეს კონკრეტული პროექტი მოამზადეს. მინდა, წარმოგიდგინოთ ეს ახალგაზრდები - ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი. მინდა, მათ გადავცე მადლობის სიგელები და წარმატებები ვუსურვო. ასეთი ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. ძალიან მიხარია ახალგაზრდების ჩართულობა ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებში. ვპირდები ყველას, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი ექნებათ ქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. საბურთალოს რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერი მოაწყო.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)