|
2021-09-07 12:26:29, 463 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში შიდა აუდიტის ტრენინგები დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შიდა აუდიტის ტრენინგები დაიწყო. -ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიების გახსნა მონაწილეებს დისტანციურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა როზარია პუგლისმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის კოორდინატორმა ბენედიქტ მორელმა მიულოცეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. ტრენინგები დისტანციურად ჩატარდება, რომელსაც 20 სხვადასხვა საჯარო უწყების შიდა აუდიტორი დაესწრება. ტრენინგები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის მიხედვით მიმდინარეობს. მისი მიზანი საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა. ტრენინგს დისტანციურად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რჩევით მოწვეული ექსპერტი, ჯონ ჩეშიერი უძღვება, რომელიც სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებზე და საქმიანობის ღირებულების გაზრდის მეთოდებზე ესაუბრება. კურსი ტრენერთა მომზადების კომპონენტსაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის ერთეულების წარმომადგენლები ტრენინგის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. შიდა აუდიტის ტრენინგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად დაიწყო და ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) პროგრამის მხარდაჭერით, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით მეშვიდედ ტარდება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)