|
2021-09-07 10:52:10, 437 ნახვა
საზოგადოება
სერგო ხიდეშლი - ვპირდები ონის მუნიციპალიტეტის თითოეულ მკვიდრს, ჩემს ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას არასდროს დავიშურებ მათთვის
ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიულ კოორდინატორებთან ერთად, შეხვედრა გამართა შქმერისა და კვაშხიეთის თემების სოფლების, შქმერის, უშოლთას, ხარისთვალის, ბოყვასა და კვაშხიეთის მოსახლეობასთან. ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო საარჩევნო პროგრამიდან სოფლის გაძლიერების საკუთარი ხედვა და სამოქმედო გეგმები, მოისმინა სოფელში არსებული პრობლემები და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დასახა მათი მოგვარების გზები. სასიხარულოა, რომ სოფელ კვაშხიეთში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპზეა, რომელის დროულად აღდგენას სერგო ხედეშელი მოსახლეობას წინა შეხვედრაზე დაპირდა. შუა შქმერში შეხვედრის დროს მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლების მოგვარება და სოფელში გრაფიკით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვა. "ვპირდები ონის მუნიციპალიტეტის თითოეულ მკვიდრს, ჩემს ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას არასდროს დავიშურებ მათთვის და ახალი ენერგიით და შემართებით შევუდგები ონის მუნიციპალიტეტის განვითარებას და თითოეულ სოფელში, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების ეტაპობრივ მოგვარებას!"- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშელმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)