|
2021-09-06 17:31:21, 361 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე - „ერთობლივად დასახული მიზნები უნდა ემსახურებოდეს ყველაზე მთავარს - ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას"
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად ზურაბ აბაშიძემ ლეონიძის, იაშვილის, ქიქოძის, ასათიანის, თაბუკაშვილისა და ჯამბულის ქუჩის მცხოვრებლებისგან მოისმინა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ყოველდღიურად ადგილობრივი მოსახლეობა. შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო სახლებისა და შიდა ეზოების კეთილმოწყობის შესაძლებლობებს. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივები და ხედვები განიხილა. „სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში აუცილებელია, თითოეული ქუჩის მოსახლეობის პოზიციები იყოს გათვალისწინებული, რათა ერთობლივად დასახული მიზნები ემსახურებოდეს ყველაზე მთავარს – ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს რეგულარულად გამართავს და ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას მოიცავს. ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)