|
2021-09-04 11:46:26, 535 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა
ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ" თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა იმ ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი პარტია „ქართული ოცნების" მიმართ იჩენენ. „სწორედ თქვენი ერთგულებითა და სიმტკიცით ჩვენ ყველა არჩევნებში ვიმარჯვებთ დამაჯერებლად. 7 არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებელი, ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ" თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, თავისი შეცდომებით, თავისი გამოწვევებით, მაგრამ ჩვენ ამ შეცდომებს არ გავურბივართ, ვაღიარებთ, ვასწორებთ, მივდივართ წინ და რაც მთავარია, ქვეყანა მიგვყავს წინ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, დაცვაზე, უსაფრთხოებაზე. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა. დავამშვიდეთ ქვეყანა, დავასტაბილურეთ სიტუაცია და განვითარება და პროგრესი მოვუტანეთ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სერიოზული საფუძველი ჩაეყარა ამ მიმართულებებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ გაათმაგებული მუშაობა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა, ამიტომ ჩვენი მთავარი სამუშაო მომდევნო წლების განმავლობაში ეს მიმართულება იქნება", - განაცხადა პრემიერმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)