|
2021-08-12 14:16:33, 1668 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი ზაზა - მე ავიცერი, რელიგიურობა არ გამორიცხავს იმის აღიარებას, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია
დეკანოზი ზაზა თევზაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა და აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, რელიგიურობა და ქრისტიანული მოძღვრება არ გამორიცხავს იმის აღიარებას, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გონივრული გამოსავალია გლობალური გაჭირვებიდან თავის დასაღწევად. „მე, მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ზაზა თევზაძე ავიცერი კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინით, კერძოდ "ფაიზერით" (ჩაიარა მცირე გვერდითი მოვლენებით) მინდა გვჯეროდეს რომ რელიგიურობა და მითუმეტეს ქრისტიანული მოძღვრება არ გამორიცხავს კეთილგონიერებას და აღიარებას იმისას, რომ ვაქცინაციაა ერთადერთი ძირითადი გონივრული გამოსავალი ამ გლობალური გაჭირვებიდან თავის დაღწევაში. იმედს ვიტოვებ ეს გახდება სტიმულის მიმცემი ადამიანების თუნდაც მცირე ნაწილის გადაწყვეტილებისთვის დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და აღასრულონ ღვთის ნება - ხელი შეუწყონ სიცოცხლის შენარჩუნებას ჩვენს პლანეტაზე“, - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)