|
2021-08-10 11:38:29, 1380 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - საწოლფონდი შეზღუდულია, ვერ შევაგროვებთ იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც არ გვაქვს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის რესურსი შეზღუდულია და ჯანდაცვის სექტორს არ შეუძლია იმ საწოლების მობილიზება, რომელიც ფიზიკურად არ აქვს. მიისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს და საზოგადოებას მიმართა დახმარებისა და მორჩილების თხოვნით, რათა ვირუსი გახდეს მეტად მართვადი და არ იყოს კოლაფსი. „საწოლფონდებთან დაკავშირებით ჩვენ არა მხოლოდ მეოთხე ტალღაზე, არამედ პირველი ტალღიდან დაწყებული ვამბობთ, რომ ეს რესურსიც არის შეზღუდული და ჩვენ ვერ შევაგროვებთ, ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს ან რომელ საწოლებსაც ექიმები ვერ მოემსახურებიან. ესეთი საწოლები არსებობს ბინაში და ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებს იმ შეუძლებელს, რაც დღევანდელი არსებული რესურსით, საქართველოში შეუძლებელია. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის კრიტიკა, ან დროულად არ მოვემზადეთ, საკმარისად არ მოვემზადეთ, გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენი მობილიზებული საწოლები სხვა ქვეყნებში მობილიზებულ საწოლებს, რასთან მიმართებაშიც გამოიკვეთა, რომ 100 000 მოსახლეზე ჩვენ გვაქვს მობილიზებული 3-ჯერ მეტი საწოლი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ, მე ვთვლი, რომ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს და მის ყველა უწყებას შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას და მორჩილებას, რათა ეს ვირუსი გახდეს მეტად უფრო მართვადი და არ იყოს კოლაფსი“, - განაცხადა მინისტრმა.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)