|
2021-08-02 11:29:21, 1392 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს, ვაქცინა გვიცავს
ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს, ვაქცინაციაზე გადის ეონომიკის ზრდა, ვაქცინა გვიცავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ცდილობს, ყველა სოფელში, ეტაპობრივად მიაწოდოს მოსახლეობა ვაქცინა ადგილზე და აუხსნას მათ, რომ ვაქცინაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა. „ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური ვითარება, უნდა ვმართოთ სიტუაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმაურად. ჩვენი მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში, ვაქცინაციაა. 2 მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ჩავიტაროთ დროულად აცრები. ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში გვინდა, ეტაპობრივად ჩავიდეთ და მოსახლეობას ვაქცინა ადგილზე მივუტანოთ. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის ზრდა. ქვეყანა დაკეტვებს და შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა, ერთ ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)